Sunday, March 29, 2015

დღე მერვე

დღეს ვისწავლეთ გუგლზე კითხვარის შექმნა,გავეცანით ფასილიტაციის ნამუშევრებს, გავიარეთ მეშვიდე მოდულის მასალები.,დავასრულეთ პროექტის გეგმის წერა.შევუვსეთ ერთმანეთს კითხვარები და გავიქსენეთ პროექტის მთლიანი კურსი

დღე მეშვიდე

დღეს გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას,მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს,მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება მათი ინტელექტის მიხედვით.შევქმენით ხარაჩო მოსწავლეთა დასახმარებლად.ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პროექტის მასალები და ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების დამატება.

Sunday, March 22, 2015

დღე მეექვსე

დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე,ასევე გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას.ასევე გავეცანით სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკებს და შევინახეთ შეფასების ფაილში. ვისწავლე ბლოგებზე გამოქვეყნება.გავაკეთეთ კომენტარები პრეზენტაციებზე.

მოსწავლის ნიმუში

Saturday, March 21, 2015

დღე მეხუთე

                                                                   დღე მეხუთე
დღეს ვისწავლე დრაივში დოკუმენტების გაზიარება და კომენტარების გაკეთება,ვისწავლე რომ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები,ნაშრომებს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურა.ვისწავლემისამართები გუგლიდან როგორ დავაკოპირო და გავამზადო ციტირებული დოკუმენტისათვის.შევქმენი მოსწავლის ნიმუში

Sunday, March 15, 2015

დღე მეოთხე

                                                                     დღე მეოთხე
გავეცანი შეფასების 5 მიზანს, მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან და ჩვენი პროექტისათვის 5- ვე მიზნისთვის შევარჩიე შეფასების რუბრიკები.მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენი " ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა",დრაივზე გადავიტანე ჩემი საქარალდე და დავწერე პროცედურბეში შეფასების ინსტრუმენტები რასაც გამოვიყენებ პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე.

Saturday, March 14, 2015

დღე მესამე

                                                           დღე მესამე
დღეს ვისწავლე  და ჩამოვწერე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.რა არის მიზნები და რა არის ამოცანები.ვისწავლე მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველი სიტყვები,მოვისმინე რჩევები კითხვების დასმისათვის.სტანდართიდან გამომდინარე დავწერე მიზნები.პროექტისტვის შერჩეული სტანდარტები უნდა იყოს მაღალი სააზროვნო უნარების განმავითარებელი,რაშიც დამეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია.სტანდარტიდან გამომდინარე დავწერე ამოცანები(მიზნები)ყველა ინდიკატორის შესაბამისად.ამოცანები და კითხვები არ უნდა იყოს ბუნდოვანი. დავსვი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მეორე მოდულის მეორე აქტივობიდან

Sunday, March 8, 2015

დღე მეორე

 დღეს მოვისმინე  ერთმანეთის საპროექტო იდეები.ტრენერისაგან მივიღეთ რჩევა დარიგება, ვისწავლე  პროექტისათვის ბუკლეტების დამზადება.აგრეთვე მეილზე გავიგზავნეთ პროექტის შაბლონის გეგმა.ვისწავლე რომ შედეგები და ინდიკატორები უნდა იყოს ისეთი,რომელსაც შემდეგ შევაფასებთ,რომ უნდა იყოს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის შესაბამისი შედეგები.

Saturday, March 7, 2015

დღე პირველი

                                                  რა ვისწავლე დღეს?
გავეცანი კურსს
  როგორ ავირჩიო პროექტის თემა,რომ ის უნდა უკავშირდებოდეს რეალურ ცხოვრებას ,პროექტის თემა უნდა იყოს აუცილებლად მოსწავლეებისათვის საინტერესო,არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი,ვისწავლე პროექტის დაგეგმვისატვის საჭირო აქტივობები.ვისწავლე ბლოგის გახსნა და გავეცანი პორტფოლიოს ჩეკლისტს,რომელიც დამეხმარება რომელი საქაღალდე სად უნდა შევინახო.პორტფოლიოს რუბრიკით შევამოწმებ დოკუმენტების ხარისხი.